მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაზგასამართზე აფეთქების შედეგად ახლომდებარე შენობებში შუშები ჩაიმსხვრა

საცხოვრებელ კოპრუსში შუშები ჩაიმსხვრა

ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, მიმდებარე კორპუსებში შუშები ჩაიმსხვრა. ამის შესახებ ადგილობრივი მაცხოვრებელები ყვებიან.

როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, აფეთქების შედეგად არავინ გარდაცვლილა, თუმცა არის დაშავებული, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველი ბრიგადა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

"ამ დროისთვის გავრცელების ან თავიდან აფეთქების საშიშროება არ არის. ხანძარი ლიკვიდირებულია", - აღნიშნა სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.