საზოგადოება

გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: პაციენტებისთვის პირობები არაადეკვატურია

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის
16:43 16.09
დაკოპირებულია

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" აღმასრულებელ მდივანი, დეპუტატი გედევან ფოფხაძე თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ პირობებზე საუბრობს.

ფოფხაძე ამბობს, რომ საავადმყოფოში არსებული პირობების გამო სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართა.

ფოფხაძის თქმით, საავადმყოფოში სიტუაცია ნორმალური არ არის და არ შეიძლება სტანდარტად ჩაითვალოს.

„სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დამიკავშირდა და მომცა პირობა, რომ ჩაერთვება ამ პროცესში. ამ შემთხვევაში არ არის გადაწყვეტი ერთი პაციენტის გედევან ფოფხაძის მდგომარეობა. ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა და ეს არ შეიძლება იყოს სტანდარტი“, - აღნიშნა ფოფხაძემ.

დეპუტატი რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელს ლევან გოფოძეს ურჩევს, რომ ცხელების ცენტრს ესტუმროს და პირობებს გაეცნოს.

„ხელმძღვანელს ვურჩევ ჩავიდეს და ერთი დღე გაატაროს ცხელების ცენტრში, რომელიმე პალატაში. თუ მას მიაჩნია, რომ არსებულ პირობებში უნდა ჰყავდეს პაციენტები, ასეთ ხელმძღვანელს დადებითად ვერ შევაფასებ. ეს არის სარდაფის ტიპის ადგილი, სადაც ფაქტობრივად არ არის ფანჯრები, ადამიანი დათრგუნულად გრძნობს თავს, იქ ყველა პაციენტი ერთ სივრცეშია, შეიძლება სხვადასხვა პალატები იყოს, მაგრამ ყველა არის ერთ სივრცეში, ერთი სველი წერტილია და ყველა ადამიანი იმ ერთ სივრცეში გადაადგილდება. იქ შეიძლება მოხდეს კორონავირუსიანიც და დიაბეტიანიც. ეს არ არის სწორი, არც პირობების, არც სტანდარტის და არც სველი წერტილის ჰიგიენის თვალსაზრისით.

ცხელების ცენტრში შეიძლება მოხვდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც კოვიდინფექცია არ აქვს დადასტურებული. მე ვიყავი იქ, გამოვდიოდი და შევდიოდი საერთო სველ წერტილში, სადაც შედიოდა სხვა ადამიანი. მიმაჩნია რომ პაციენტებისთვის პირობები არაადეკვატურია, რესპუბლიკური საავადმყო საჭიროებს ან პირობების გაუმჯობესებას ყველა მიმართულებით. იქ ყველაფერი მისახედია“, - აღნიშნა ფოფხაძემ.

რაც შეეხება კვებას, დეპუტატი აცხადებს, რომ საავადმყოფოში 24 საათის განმავლობაში შიმშილობის რეჟიმში მოუწია ყოფნა.

„მიმაჩნია, რომ ეს არის სიტუაცია, რომელიც ახლოს არის დისკრიმინაციასთან ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. ნინო ლომჯარიას ჩართვა ამ თვალსაზრისით სწორი იქნება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, 13 სექტემბერს გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მოსამართლის ჩაქუჩი

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის...

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილებ...
პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძის პასუხები ზოგადია და არ კონკრეტდება ის პირო...
22:02 19.09
„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კახიშვილი ამბობს, რომ ოპონენტების მიმართ პატივი...
21:52 19.09
„რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება არის შესაძლებელი მას შემდეგ, რაც მოხდება ჩვენი ტერიტორი...
21:43 19.09
„მე უფრო მომხრე ვარ ისეთი ტიპის საარჩევნო სისტემის, მათ შორის მაჟორიტარული სისტემის, სადაც პირდაპირი...
21:31 19.09
ქართველი ნიჩბოსან მორიგი ტრიუმფი უნგრეთში
უნგრეთში ნიჩბოსანთა შეჯიბრი „ოლიმპიური იმედები“ მიმდინარეობს. აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას ქართვე...
21:21 19.09
კასპში კაცი მოკლეს
კასპში, სამასი არაგველის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობ...
თანაინვესტირების ფონდი: ბიძინა ივანიშვილ...
„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბ...
არჩილ თალაკვაძე: 2012 წლის შემდეგ ხელისუ...
„2012 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები სასამ...