მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯორჯიან ეარვეისი“ ამსტერდამის რეისის მგზავრებს წესების შესაძლო ცვლილებაზე აფრთხილებს

თვითმფრინავი

„ჰოლანდიის მთავრობის მიერ, 27 ოქტომბერს გამოცემულ ახალ NOTAM–თან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ ჯორჯიან ეარვეისი განახორციელებს ყველა რეგულარულ რეისს. ფრენები არ გაუქმდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას Georgian Airways სოციალურ ქსელში ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მგზავრებს, რომლებმაც შეიძინეს ბილეთები ამსტერდამის მიმართულებით და ეკრძალებათ მოგზაურობა ნიდერლანდებში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ მათი გაყიდვების ოფისებს და მოითხოვონ თარიღის უფასო ცვლილება, ან გადაჯავშნა სხვა მიმართულებაზე (სადაც მათ შესვლის უფლება ექნებათ). NOTAM მოქმედებს 10 ნოემბრამდე.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ დროიდან, წესები შესაძლოა შეიცვალოს, ამიტომ გთხოვთ, გაეცნოთ ქვეყანაში შესვლის რეგულაციებს. ჩვენი ფრენების განრიგი არ შეიცვლება, მისი ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ–გვერდზე. დამატებით ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.