მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოცდაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ

ლეგალური დასაქმება გერმანიაში

საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში გერმანიაში გაემგზავრებიან და აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, აღნიშნულ სტატუსს არ დაკარგავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა არც სტატუსის შეჩერებისა და არც ოჯახის ქულების გადამოწმების საფუძველი არ არის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება პირველი აპრილიდან შეეძლებათ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და შესაბამის სარეგისტრაციო პორტალზე, ამ დროისთვის, უკვე 95 ათასამდე აპლიკანტია დარეგისტრირებული.

მათი თქმით, გერმანიაში დასაქმების მსურველებმა რამდენიმე მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. კერძოდ: ასაკი - 18-დან 60 წლამდე, სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება, არ უნდა იყოს დეპორტირებული და გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე შენგენის ზონაში ნამყოფი. სასურველია გერმანული ან ინგლისურ ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

გერმანიაში, სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მაქსიმალური ვადა სამი თვეა.

კვირაში სამუშაო დრო ხუთი-ექვსი დღე, დღეში რვა-ათი საათი.

მინიმალური ხელფასი კი საათში 9,5 ევრო იქნება. დასაქმებულს საცხოვრებელი და კვების ხარჯის გადახდა თავად მოუწევს. დამსაქმებელს მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევას პოლისის შეძენა ევალება.

ინფორმაციისთვის, 2020 წელს გერმანიაში, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული გადაადგილების შეზღუდვების გამო სოფლის მეურნეობის სფეროში, მუშახელის სიმცირის პრობლემა შეიქმნა და მოსავლის აღება რისკის ქვეშ დადგა. გერმანიის მთავრობამ პრობლემის მოსაგვარებლად რუმინეთიდან და ბულგარეთიდან 40 000 მუშის ქვეყანაში შესვლა დაუშვა, თუმცა ეს არასაკმარისი იყო.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 როგორი ანაზღაურებაა გერმანიაში?

👉 გერმანიაში დასაქმების პროგრამაში 53 274 პირი დარეგისტრირდა