მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიის საზღვარი საქართველოსთვის 2 ივლისს იხსნება

გერმანიის საელჩო თამარ ჩერგოლეიშვილს ელჩის ფრაზების დამახინჯებაში ადანაშაულებს

ევროკავშირმა 1-ლი ივლისიდან 15 არაწევრი ქვეყნისთვის საზღვარი გახსნა, მათ შორის მოხვდა საქართველოც. ევვროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა საკუთარი შემცირებული სიაც გამოაქვეყნეს, საქართველო კვლავ მოხვდა იმ 11 ქვეყანაში, რომელთა მოქლაქეებსაც გერმანიაში შესვლა შეეძლებათ.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს გარდა, ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა შეეძლებათ: კანადის, ურუგვაის, მონტენეგროს, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ტაილანდისა და ტუნისის მოქალქეებს. ასევე იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ჩინეთის მოქალაქეებსაც, ოღონდ იმ პირობით, თუ თავად ეს უკანასკნელი ქვეყნებიც გახსნიან საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. გამკაცრებულ გერმანულ სიაში ვერ მოხვდა ალჟირი, მაროკო, რუანდა და სერბეთი.

გერმანიის გარდა სია 8-მდე შეამცირა ჩეხეთმაც, სადაც საქართველო ვერ მოხვდა.

საზღვრების გახსნის მიუხედავად, საქართველოდან ევროკავშირში მოხვედრა მაინც ძნელად მისაღწევი იქნება, რადგან რეგულარული ფრენები 1 თვით 1-ელ აგვისტომდე გადაიდო. გადაწყვეტილების ოფიციალურ მიზეზად მსოფლიოში არსებული ეპიდვითარება დასახელდა.