საზოგადოება

ღია სივრცეში ღონისძიებებზე 200 ადამიანზე მეტი არ დაიშვება - მთავრობის გადაწყვეტილება

ღონისძიებები ღია ცის ქვეშ
13:02 13.07
დაკოპირებულია

დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება. აუდიტორია კი, არაუმეტეს 200 მაყურებლით განისაზღვრება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭომ 13 ივლისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნებადართული გახდეს დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლით.

გარდა ამისა, ადმინისტრაციის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს აუზების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების შემოწმებას, აქტიურად ხორციელდება რესტორნების პერიოდული ინსპექტირებაც. დღევანდელი მონაცემებით, ოპერირების ნებართვა მიიღო 1000-მა სასტუმრომ და რამდენიმე ათეულმა აუზმა და სპორტდარბაზმა.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს“,- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ღონისძიებებზე შეზღუდვები 2020 წლის მარტიდან დაიწყო, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ კი, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.

რეკომენდაციები სკოლებისთვის

რა წესების დაცვა მოუწევთ ახალი სასწავლო...

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომე...
25 დღის წინ გახსნილი სამშენებლო–სარემონტო მასალების ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტი „მიჰაუსის“...
44 წუთის წინ
საზღვარგარეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ ივლისში $188.7 მლნ (578 მლნ ლარი) შეადგინ...
44 წუთის წინ
ამერიკის შტატში, ჩრდილოეთ კაროლინაში პოლიციამ 5 წლის ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 25 წლის კაცი და...
51 წუთის წინ
21 მლნ-ზე მეტი კოვიდინფიცირებული - ასეთია პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა. ამის შესახებ მონაც...
53 წუთის წინ
სუბარი მთავრობის ადმინისტრაციაში სოზარ სუბარი: სვანეთში საკარანტინე ზომების გა...
რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, სვანეთში სა...
11:27
პოლიციამ იმერეთში დიდი ოდენობით „ჰეროინი...
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის...
ბელარუსში აქციებზე დაკავებულების ნაწილი...
ბელარუსში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ...
პრემიერმა აშშ-ის საფინანსო კორპორაციის დ...
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპო...