მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ღია სივრცეში თუკი სარაკეტო თავდასხმა იქნება, შეუძლებელია თავი რამეს შეაფაროთ“ - საქართველოს ელჩი ისრაელში

საქართველოს ელჩი ისრაელში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, ქვეყანაში სარაკეტო თავდასხმები გრძელდება.

ჟვანია ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდეს, რომ ქალაქიდან ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ქართველი დიპლომატი ამბობს, რომ ღია სივრცეში ტრასაზე გადაადგილების დროს თუკი განგაშის ზარი და სარაკეტო თავდასხმა იქნება, შეუძლებელია ადამიანმა რამეს თავი შეაფაროს.

„სარაკეტო თავდასხმები გრძელდება და ეს ძირითად საფრთხეს წარმოადგენს. ამ მხრივ ჩვენი მოწოდებაა, ვისაც ეს შეუძლია, რომ დარჩეს სახლში. ძალიან ბევრია საქართველოდან სამუშაოდ ჩამოსული, რომელიც ცხოვრობს ლოდში და მუშაობს თელ-ავივში ან რომელიმე სხვა ქალაქში.

ასეთ შემთხვევაში თავი შეიკავონ გადაადგილებისგან, იმიტომ რომ ღია სივრცეში ტრასაზე გადაადგილების დროს თუკი განგაშის ზარი და სარაკეტო თავდასხმა იქნება, შეუძლებელია იქ რამეს თავი შეაფარო.

რაც შეეხება მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, ასეთი შესაძლებლობა არის, რომელიმე კორპუსის სარდაფში შევიდეს ადამიანი და იქ შეაფაროს თავი. ამიტომ, ქალაქიდან ქალაქში გადაადგილებისგან თავი უნდა შეიკავონ აუცილებლად“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის ცენტრალური ნაწილის, მათ შორის თელ-ავივის, დაბომბვა დაიწყო.

ათობით დასახლებულ პუნქტში ჩართულია საგანგაშო სირენები, რომლითაც მოსახლეობას სარაკეტო შეტევის შესახებ აფრთხილებენ და თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

ისლამურმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ განაცხადა, რომ თელ-ავივისკენ 130 რაკეტა ისროლეს.

ამავე თემაზე:

✔️ „ჰამასის“ გაშვებული რაკეტა ხოლონში სამგზავრო ავტობუსს დაეცა - არიან დაშავებულები (ფოტო)

✔️ „ჰამასმა“ თელ-ავივის დაბომბვა დაიწყო - მოსახლეობა თავშესაფრებში გადადის