მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ღირსებადაკარგული, კაცობის სახეწართმეული ადამიანების მიერ არის ეს დანაშაული ჩადენილი,“ - გიორგი თარგამაძე ვახო სანაიას მიმართ თავდასხმის ფაქტზე

გიორგი თარგამაძე

პოლიტიკოსი და ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე სატელევიზიო ინტერვიუში აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლების მუშაობის სტანდარტი (მედიისადმი დამოკიდებულების ასპექტში) უფრო და უფრო დაღმა მიდის.

„არ მახსოვს ქართული საზოგადოება ასე უკიდურესად პოლარიზებული,

არ მახსოვს რადიკალიზმის, ექსტრემიზმის ასეთი წახალისება ხელისუფლებების და პირველი პირების მხრიდან,

არ მახსოვს პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც ასე უპასუხისმგებლოდ ეკიდება ძირითად დემოკრატიულ პასუხისმგებლობებს,

არ მახსოვს პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც ასე უდიერად ეპყრობა ყველა იმ დასავლურ სიგნალს, რომელიც ჩვენი ახალფეხაღდგმული ქართული დემოკრატიული სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი, რომ გადარჩეს, იარსებოს, ადამიანები შიმშილით არ დაიხოცნენ,“ - აცხადებს თარგამაძე.

იგი ვახო სანაიას მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე ბრალდებულებს ღირსებადაკარგულსა და სახეწართმეულს უწოდებს.

„ღირსებადაკარგული, კაცობის სახეწართმეული ადამიანების მიერ არის ეს დანაშაული ჩადენილი,“ - აცხადებს იგი.

მისი თქმით, არცერთი მედია არ არის იდეალური და მაშინ, როცა ჟურნალისტი მაქსიმალურად ცდილობს ეთიკის ყველა ნორმა დაიცვას, მათი უარყოფა და შეურაცხყოფა არ უნდა ხორციელდებოდეს.

„მედია ქართული კი არა, არცერთი არ არის იდეალური, შეიძლება რომელიღაც ჟურნალისტი არღვევდეს კიდეც ეთიკის ნორმებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა ვახოზე ვლაპარაკობთ, როცა ვლაპარაკობთ ადამიანებზე, რომლებიც მაქსიმუმს აკეთებენ, რომ ჟურნალისტური ეთიკის ყველა ნორმა დაიცვან, ამის სამაგიეროდ ვიღებთ შეურაცხყოფას, უარყოფას არსებობისა.

ეს არის დღევანდელი ქართული ხელისუფლების მუშაობის სტანდარტი წლების განმავლობაში, რომელიც სულ უფრო და უფრო დაღმა მიდის.“ - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა მოხდა. ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას“ - თალაკვაძე

„მითხრა, რომ კარგად დამემახსოვრებინა მისი სახე“ - ვახო სანაია თავდასხმის დეტალებზე

„ფორმულას“ ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის სამი პირი დააკავეს