მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია გაბრიჭიძე: ხელფასის მესამედის გადარიცხვა ბრძოლის ფონდში, კარგი საქმე რომაა, თქმა არ სჭირდება

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე

„ირაკლი კობახიძის დღევანდელი ბრიფინგი იყო აბსოლუტურად გაწონასწორებული და პანდემიაზე გამარჯვებაში დარწმუნებული კაცის გამოსვლა“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია გაბრიჭიძე.

„ის რომ "ოცნების" ის წევრები, რომლებიც სხვადასხვა ადმინისტრაციაში მუშაობენ, მაქსიმალურად არიან ჩართულნი მოსახლეობის დახმარებაში, ესეც ჩემი თვალით ვნახე ორშაბათს - ჩემი რედაქციის წინ არის ოცნების ოფისი და მთელი დღის განმავლობაში ავტომობილებით მიჰქონდათ სხვადასხვა სახის დახმარება მოსახლეობასთან. ხელფასის მესამედის გადარიცხვა ბრძოლის ფონდში, კარგი საქმე რომაა, თქმა არ სჭირდება”,- აცხადებს გია გაბრიჭიძე.