მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია ჯოხთაბერიძე გიგა ბოკერიას: რა მადლობა, 66 დღე ციხეში მამყოფეთ და „მაკაჩავეთ“

კომპანია „მაგთიკომის” მფლობელმა გია ჯოხთაბერიძემ „ევროპული საქართველოს“ ლიდერს გიგა ბოკერიას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მისი დაპატიმრების ფაქტი შეახსენა.

„66 დღე ციხეში მამყოფეთ და მაკაჩავეთ, მოგვეცი კომპანიაო“ - კომპანია „მაგთიკომის” მფლობელმა გია ჯოხთაბერიძემ „ევროპული საქართველოს“ ლიდერს გიგა ბოკერიას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მისი დაპატიმრების ფაქტი შეახსენა და უთხრა, რომ სიმწარე ახსოვს.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გია ჯოხთაბერიძის რეაქცია გიგა ბოკერიას მიერ ბიზნესის წარმომადგენლების მისამართით გამოთქმულ მადლიერების და პატივისცემის გამოხატვას მოჰყვა.

„ყველას მინდა ვუთხრა, მთელი პატივისცემით ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ“ - განაცხადა ბოკერიამ, რაზეც ჯოხთაბერიძემ უპასუხა - „რა მადლობა, 66 დღე ციხეში მამყოფეთ და მაკაჩავეთ, მოგვეცი კომპანიაო. სიმწარე, სიმწარე მახსოვს,“ - განაცხადა ჯოხთაბერიძემ.