საზოგადოება

გიორგი ხანიშვილი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) LEADER პროექტების დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ შეხვედრას დაესწრო

გიორგი ხანიშვილი სოფლისა
და სოფლის მეურნეობის
განვითარების ევროპის
სამეზობლო პროგრამის (ENPARD)
LEADER პროექტების
დასრულებასთან
დაკავშირებით გამართულ
ონლაინ შეხვედრას დაესწრო
1614318806
დაკოპირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) LEADER პროექტების დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ შეხვედრას დაესწრო. მონაწილეებმა პროექტების საბოლოო შედეგები განიხილეს - ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული აღნიშნული პროექტების საშუალებით, შესაძლებელი გახდა, საპილოტე მუნიციპალიტეტებში შექმნილიყო ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები და წარმატებით განხორციელებულიყო დაგეგმილი აქტივობები.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ახალქალაქში, დედოფლისწყაროში, ქედასა და ხულოში პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა (GIPA, HEKS-EPER, CENN, Caritas CR) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პროცესების დაგეგმვასა და შეფასებაში.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მთელ რიგ ინსტიტუციურ ცვლილებებს ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდას და მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ყველა მოქმედი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წარმომადგენლები და LEADER პროექტების განმახორციელებლები ესწრებოდნენ.

21 აპრილი

მარილიანი ველი, რეაქცია პოლიციელის განაჩ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 აპრილს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული გოგო პოლიციამ იპოვა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

1619030000

რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ინფორმაციას გამოცემა meduza ავრცელებს.

1619028269

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

1619026150

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 61 967 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემებს worldometers-ი ავრცელებს.

1619024956
სახელმწიფო ზრუნვისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების
სააგენტო

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებს არ ვა...

ცნობილი ქართველი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე აცხადებს, რომ მას დღესაც კონცერტების ჩასატარებლად რუსეთში და ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ ეპატიჟებიან.

გიორგი ხელაშვილი: ჩვენი დათმობა იყო ის,...

„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ და მელიას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა არანაირ მექანიზმს ამისთვის. დასავლელ პარტნიორებს არასდროს უთქვამთ, არასდროს მოუწოდებიათ და მით უმეტეს უკარნახიათ, რომ გვემუშავა და გვემოქმედა კანონის საწინააღმდეგოდ,“ - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია გავრცელებულ ინფორმაციას, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის შესახებ, თავზე ლაფის დასხმას უწოდებს.