საზოგადოება

გიორგი ხანიშვილმა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გიორგი ხანიშვილი გაეროს
სურსათისა და სოფლის
მეურნეობის ორგანიზაციის
(FAO) მიმდინარე პროექტების
ანგარიშს და სამომავლო
გეგმების შესახებ
ინფორმაციას გაეცნო
1617861372
დაკოპირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს რიგით 38-ე ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

გიორგი ხანიშვილმა სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიით შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის განვითარებაში პოზიტიური დინამიკა თვალსაჩინოა.

მინისტრის მოადგილემ დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცოფის რისკის მართვის მნიშვნელობის საკითხებს.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებმა მიმდინარე აქტივობების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების და სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

რუკა

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბებ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.

📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.

📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

1618406179

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.მ. პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

1618405854

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და ლარი 3.4432 შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.4235 იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ლართან მიმართებაში 1.97 თეთრი შეადგინა.

1618405479

„ეს მართლაც საინტერესო იდეაა იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლოს და დაამტკიცოს ამბიცია, რომელსაც აცხადებენ და რომ აქვთ ის მხარდაჭერა, რაზეც საუბრობენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა და „ქართული ოცნების“ რეგიონალურ მდივანს, დიმიტრი სამხარაძეს გამოეხმაურა, რომელმაც გიორგი გახარიას გუნდის წევრ მაჟორიტარებს მოუწოდა, რომ დატოვონ მანდატები და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად გამართულ შუალედური საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და ამით გაზომონ საკუთარი რეიტინგი.

1618405298
ვაშლიჯვარი

„ეს ნაპრალები უნდა ამოივსოს, რათა არ დაგროვდე...

გერმანელმა ინჟინერ-გეოლოგმა, პეტერ ნიუმანმა მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მუდმივი მონიტორინგია საჭირო, თუმცა ამჟამად ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო.

საბერძნეთი მომავალი კვირიდან ტურისტებისთ...

მომავალი კვირიდან საბერძნეთი ევროკავშირიდან და 5 სხვა ქვეყნიდან ჩასული პირებისთვის კარანტინს გააუქმებს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც კოვიდვაქცინაცია აქვთ გაკეთებული ან COVID 19-ის ტესტის უარყოფითი შედეგი აქვთ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

იაგო ხვიჩია: „ქართული ოცნება“ და ოპოზიცი...

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას თქმით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას ძალაუფლების „დათრევა“ სურთ.

გახარიას გუნდის უმარტივესი გამოწვევა - თ...

ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნებიდან“ 6 დეპუტატის წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.