მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გლდანში მცხოვრებ 200 ოჯახს საკვები პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები გადასცეს

თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ რაიონში მცხოვრებ 200 ოჯახს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.

მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, დახმარება ხანდაზმულ მოსახლეობას და შშმ პირებს დაურიგდათ. დეპუტატის მიერ შეძენილი ნობათი მოსახლეობას სპეციალურად გადამზადებულმა მოხალისეთა ჯგუფმა მიუტანა.

"კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ ხანდაზმულ მოსახლეობას და შშმ პირებს დავხმარებოდით. ჩემმა ოჯახმა ბიზნეს ცენტრ „მარიამის“ პარტნიორებთან ერთად, საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები შეიძინა, რომლებიც ამ ოჯახებს გადავეცით. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებს დავეხმაროთ. მოსახლეობას კი მოვუწოდებ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები გაითვალისწინონ", - განაცხადა გულია გოცირიძემ.