საზოგადოება

„გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ - ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა

კონფერენცია გეპეიში
15:12 30.06
დაკოპირებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია -„გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იყო ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონულ პორტალზე, „Zoom”-ის სისტემის გამოყენებით.

„კონფერენციის ფარგლებში მუშაობა 5 სექციად წარიმართა. კერძოდ, „მენეჯმენტისა და მარკეტინგის  განვითარების თანამედროვე ტენდენციები და პერსპექტივები“, „ფინანსების, საბანკო საქმის, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის აქტუალური პრობლემები“, „ეკონომიკა, ეკონომეტრიკა, აგრობიზნესი და სტატისტიკა განვითარების თანამედროვე ეტაპზე“, „საჯარო და ელექტრონული მმართველობის თანამედროვე გამოწვევები“, „ტურიზმის თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე და უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების   წარმომადგენლები - პარიზის ბიზნესსკოლის პროფესორი ნინო თანდილაშვილი-სალანი, უნგრეთის პანონის უნივერსიტეტის პროფესორები:  ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი ბიეტა ფეჰერვოლგვი  და ვიქტორია ცუპონი“, - აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა საინტერესო ანალიტიკური თემები პანდემიური და პოსტპანდემიური თვალთახედვით, რამაც პრაქტიკულად,  გახსნა ახალი დისკუსია, რაც გასცდება საკონფერენციო ფორმატს და სამომავლოდ, სასწავლო პროცესში ჩართული იქნება ქეისების სახით.  გარდა ამისა, მსჯელობა გაიმართა კონკრეტულ საკითხებზე: კერძოდ, სასტუმრო ბიზნესის და ტურიზმის დღევანდელ გამოწვევებზე, მასთან დაკავშირებულ სამთავრობო ღონისძიებების დროულობასა და  აქტუალურობაზე, ადამიანური რესურსების მართვის პრობლემებზე ადგილობრივ თვითმმართველობაში, პროფესიული განათლების სისტემაზე, გენდერულ საკითხებზე და მრავალი სხვა. 

აღსანიშნავია, რომ გარკვეული თემების წამოწევა დებატებისა და მსჯელობის საფუძველზე მოხდა, რამაც გაცილებით მრავალფეროვანი გხადა კონფერენციის მიზნიდან გამომდინარე შედეგები. 

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“  ყოველწლიურად იმართება. 

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, "კოვიდ 19"-ის გავრცელები...
9 წუთის წინ
ჭავჭავაძის გამზირზე, ფალიაშვილის, აბაშიძის და მათ გადამკვეთ ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების ამ...
13 წუთის წინ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშო...
13 წუთის წინ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით...
17 წუთის წინ
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძემ სსფ-ის შეხვედრაში მიიღო მონაწ...
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნ...
19 წუთის წინ
48 წუთის წინ
ლატალში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მა...
49 წუთის წინ
თბილისში კორონავირუსის 445 ახალი შემთხვე...
დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა....
56 წუთის წინ
New York Times: ტრამპს ჩინეთში საბანკო ა...
The New York Times-ის ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრა...