მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოჩა ენუქიძე კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 100 000 ლარს გადაურიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოჩა ენუქიძე კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 000 ლარს ჩარიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოჩა ენუქიძე კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეფექტურს უწოდებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ მთავრობის რეკომენდაციები:

„მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების დროული და ეფექტური ნაბიჯებისა, მიმაჩნია, რომ შექმნილი ვითარება ყველას გვავალდებულებს, გავიზიაროთ სოციალური პასუხისმგებლობა. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთმანეთის გვერდში დგომა და ერთიანობა. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწვეტილება, კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადავრიცხო 100,000 ლარი. ყველას მოგიწოდებთ, გაინაწილოთ პასუხისმგებლობა და #დარჩეთსახლში“ - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ცნობისთვის, 23 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 61 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 8 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.