მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოგი თოფაძე შვილიშვილზე: დღეს უკეთაა, პირველად ამოისუნთქა

ყოფილი პოლიტიკოსი

ბიზნესმენი გოგი თოფაძის განცხადებით, მისი შვილიშვილის ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა.

მისი თქმით, შვილიშვილს 10 წუთის განმავლობაში ესაუბრა.

„დღეს უკეთ არის, პირველად ამოისუნთქა. ვნახე, ვესაუბრე, უკეთესად არის“, - აღნიშნა გოგი თოფაძემ სატელევიზიო ჩართვაში.

როგორც ბიზნესმენმა განაცხადა, ადგილი ჰქონდა მისი შვილიშვილის მკვლელობის მცდელობას.

„ჩემი შვილიშვილი კინაღამ მოკლეს. როცა გაირკვა ვინც ჩაიდინა ეს, ეხლა იმართლონ თავი. ისინი თავის საძაგლობას ვერ გადაარჩენენ“,- აღნიშნა გოგი თოფაძემ.

ცნობისთვის, გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. იგი ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას შვილი ბ.ჟ. დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.