საზოგადოება

გომელაური: საქართველოში რუსეთის მოქალაქეები არ შემოდიან

შინაგან საქმეთა მინისტრი
13:03 30.06
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეები ავტომობილებით შემოდიან.

მისი თქმით, რუსეთიდან შემოდიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, ასევე, მათი მეუღლეები და შვილები.

ამასთან, როგორც მინისტრი განმარტავს, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ საქართველოში რუსეთის ძალიან ბევრი მოქალაქე დარჩა და ისინი ქვეყანაში ლეგალურად იმყოფებიან.

საზღვრები ყველა მიმართულებით დაკეტილია, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე რუსეთთან. მხოლოდ გახსნილია იმ შემთხვევაში, თუ გადაადგილდება ჩვენი მოქალაქე, თუმცა შემოსვლის დროს მიდის 2 კვირიან კარანტინში, ესენი არიან უმეტეს შემთხვევაში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, ასევე მათი შვილები ან მეუღლეები, არ გვაქვს უფლება, შევაჩეროთ და გავაბრუნოთ უკან. მშობლები თუ არიან ორმაგი მოქალაქეები, შვილს ვერ დავტოვებთ სხვა ქვეყანაში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეები ავტომობილებით გადაადგილდებიან, რომელსაც რუსული ნომერი აქვს. მინდა განვმარტო, საქართველოში დარჩენილია რუსეთის ძალიან ბევრი მოქალაქე, ვინც არ წავიდა კორონავირუსის დაწყების შემდეგ და დარჩა საქართველოში. უკვე რამდენიმე თვე გამოდის, ისინი ლეგალურად არიან, აქვთ უფლება, იყვნენ ქვეყანაში, საქართველოში ყოფნის ვადა არ გასვლიათ, მათ იძულებით ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.  

რუანდის პარლამენტი

პარლამენტში ყველაზე მეტი ქალი დეპუტატი ს...

94 ხმით 1-ის წინააღმდეგ - საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით ᲡᲐᲕᲐᲚᲓᲔᲑᲣᲚᲝ ᲙᲕ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო...
21:18 03.07
შინაგან საქმეთა სამინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გორში დაღუპული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა. ცნობისთ...
20:40 03.07
საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დავით ჭაკუას ექსტრადირების თაობაზე დაკმაყოფილდა და...
20:31 03.07
დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა....
19:56 03.07
არ გადაკვეთო 2 სენაკში მდინარეში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო
სამეგრელოში, ქალაქ სენაკში, მდინარე ტეხურაში 19 წლის კაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, კაცს გ...
„აღმოაჩინე ის, რაც შენია“ - პრეს-ტური გუ...
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი კამპან...
დავით ზალკალიანი ევროკავშირის სადამკვირვ...
მიმდინარე წლის 3 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი ხა...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზ...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაბა სტეფანწმინდის ცენტრალური მოედნისა და საავტომობილო...