მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გომელაური შაქარაშვილის საქმეზე: გამოძიების მსვლელობა ექსპერტიზის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული

გომელაური შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გამოძიების მსვლელობა ექსპერტიზის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა და პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს. ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იყო. ამ გამოძიების ირგვლივ მე ბევრს ვერ ვისაუბრებ, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ექსპერტიზის დასკვნაც კი არ არის მოსული. ჩართული ვართ, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ყველა საგამოძიებო უწყება და ველოდებით დასკვნას. დასკვნის შემდეგ უკვე გამოჩნდება, თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება. დღეს, რის საშუალებასაც ფაქტები გვაძლევს, ამ მიმართულებით წავედით და ისევ და ისევ, ყველა, როგორც დაკავებულების ადვოკატები, ასევე, დაზარალებული ოჯახის ადვოკატი, ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას. მეტს ვერ ვისაუბრებ ამ თემიდან გამომდინარე.

მაქსიმალურად გახსნილი ვართ ყველა მიმართულებით, აქედან გამომდინარე, თუ რამე ბრალდება აქვთ, მათ შეუძლიათ, გვითხრან პირდაპირ. მაქსიმალურად ვმუშაობთ ყველასთან“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ედა­ვე­ბი­ან ხუ­ლიგ­ნო­ბა­ს, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას, ძა­ლა­დო­ბას, ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­საც თან ახ­ლდა რბე­ვა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა.