მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Google-ისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივა

ტურიზმი და გუგლი მასტერკლასს მართავენ

Google-ის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით 14 აპრილს, 12:00 საათზე, ონლაინ მასტერკლასი „ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში“ გაიმართება. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

სემინარს Google-ის სერტიფიცირებული საერთაშორისო ტრენერები და ფოტოგრაფები ჩაატარებენ.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ აიმაღლონ ციფრული უნარები Google Map-ის კორექტირების, ლოკაციების დამატების, ვიზუალიზაციასთან მუშაობისა და ტურიზმთან დაკავშირებული მოვლენების ანალიზის მიმართულებით.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით Google-ის მასტერკლასის ჩასატარებლად თბილისში საერთაშორისო ტრენერების ჩამოსვლა იგეგმებოდა, თუმცა COVID-19-ის ვირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო მასტერკლასი ონლაინ გაიმართება.

ონლაინ მასტერკლასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს. რეგისტრაცია უფასოა.

➡ https://bit.ly/39XBgAx