მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

GTUC: სუპერმარკეტებში დასაქმებულ ქალთა 92,6%-ს დეკრეტული შვებულებით არ უსარგებლია

მშობიარობა, შვებულება

სუპერმარკეტებში დასაქმებულ ქალთა 92, 6%-ს დეკრეტული შვებულებით არ უსარგებლია. პროფკავშირების ახალგაზრდული მოძაობის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ასეთივე სიტუაციაა ზოგადად სავაჭრო სფეროსა და ტექსტილის წარმოებაში:

„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო (დეკრეტული) შვებულებით სავაჭრო ქსელებში დასაქმებულთა მხოლოდ 12,4%-ს, სუპერმარკეტებში მომუშავეთა 7,3%-ს და ტექსტილის წარმოებაში დასაქმებულთა 12,4%-ს, უსარგებლია. ამასთანავე, შვებულების პერიოდში ანაზღაურება მიიღო შესაბამისად 0,5%, 10% და 4,4%-მა.

პროფკავშირებში ამბობენ, რომ შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულს/საჯარო მოსამსახურეს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 730 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში, ანაზღაურებადია 200 კალენდარული დღე.

დეკრეტული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.