მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სროლა იყო

არ გადაკვეთო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

ადგილობრივების თქმით, ინციდენტის დროს დაიჭრა კიდევ ერთი ახალგაზრდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

დაჭრილი გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში ცოტა ხნის წინ მოათავსეს. კლინიკის ხელმძღვანელი გელა ორველაშვილი ამბობს, რომ მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

„რამდენიმე წუთის წინ სასწრაფომ კლინიკაში შემოიყვანა 28 და 39 წლის მამაკაცები. სამწუხაროდ, ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორე მამაკაცის მდგომარეობა კი მძიმეა“,- აღნიშნა გელა ორველაშვილმა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.