მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გზა თავისუფალია - აქციის მონაწილეებმა თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის დაპირება მიიღეს

რიჟვაძე თორნიკე , აჭარა

საოჯახო ტიპის სასტუმროებისა და კაფე-ბარების მეპატრონეებმა, რომლებიც ქობულეთში აქციას მართავდნენ, გადაკეტილი გზა გაათავისუფლეს.

ისინი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ნახვას ითხოვდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. არსებული ინფორმაციით, პოლიციის უფროსი აქციის მონაწილეებს შეჰპირდა, რომ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა უახლოეს დღეებში მოხერხდება.

შეგახსენებთ, სასტუმროებისა და კაფე-ბარების მეპატრონეები სესხების დროებით გადავადებასა და პროცენტის სრულად სუბსიდირებას ითხოვენ.