მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ია სუხიტაშვილი სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა

საუკეთესო მსახიობის ტიტული

ია სუხიტაშვილმა სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული მოიგო. ინფორმაციას Georgian National Film Center ავრცელებს.

მათივე ცნობით, კინოფესტივალის მთავარი ჯილდო - „ოქროს ნიჟარა“ გადაეცა დეა კულუმბეგაშვილის ფილმს „დასაწყისი“.

სამი ჯილდო რომელიც ქართველებმა მოიგეს:

  • დეა კულუმბეგაშვილი - საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა)
  • ია სუხიტაშვილი - საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა)
  • დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი - საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი)

„საუკეთესო სცენარი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი ქალი(მე) რეკორდი მოვხსენით. ცუდად ვარ ისეთი შოკი მაქვს, საქართველო, გილოცავ“, - ამბობს ია სუხიტაშვილი.