საზოგადოება

იან ჰომერის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

იან ჰომერი რეაბილიტაცია
14:17 პარ. 22 მაისი
დაკოპირებულია

საბურთალოს რაიონში, იან ჰომერის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 4 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

ამ დროისთვის, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები რაინგერსის და ჰომერის ქუჩის კვეთაზე  მიმდინარეობს, რომელიც  500 გრძივ მეტრზე  მოეწყობა.

აღნიშნულ მისამართზე ამ დრომდე ასფალტის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა.

მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

„მიმდინარე წელსაც დიდი დიღმის კერძო დასახლებაში აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. უკვე ორი ქუჩა მოწესრიგდა, სადაც მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ამჟამად კი, იან ჰომერის ქუჩის რეაბილიტაცია დავიწყეთ, სადაც სანიაღვრე ქსელი მოეწყობა და გრუნტიანი გზის ნაცვლად, ორფენიანი საფარი დაიგება. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს. მომავალში მსგავსი ქუჩების მოწესრიგებაც ეტაპობრივად განხორციელდება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, შპს "ლ. ენდ ლ" ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 600 000 ლარია გამოყოფილი.  

კორონავირუსი რუსეთში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ექ...

თითქმის ორთვიანი მკურნალობის შემდეგ, პაციენტი, რომელიც რეგიონში პირველი ინფიცირე...
23:04 შაბ. 5 დეკემბერი
COVID 19 გახდა ლეტალური შემთხვევის მიზეზი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოშიც, სადაც ახმეტის მუნიციპალი...
00:04
ამის პარალელურად ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა განცხადება გააკეთა ვაქცინასთან დაკავშირებით. „ვაქცინ...
23:25 შაბ. 5 დეკემბერი
„დღეს, თბილისის დროით 21:33 საათზე, დმანისთან, მოხდა 3.0 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა“ ,- აღნიშ...
22:50 შაბ. 5 დეკემბერი
მოგვიანებით, მათთან სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა. პოლიციელებმა კომენდანტის საათის და...
22:43 შაბ. 5 დეკემბერი
კორონავირუსით
გარდაცვალება

ახალციხელი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

კორონავირუსის დიაგნოზით სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებისთანავე, ს.ფ.-ს მკურნალობა დაიწყეს, თუმცა...
22:30 შაბ. 5 დეკემბერი
20:00 შაბ. 5 დეკემბერი
დავით ჩიხელიძე: ნატო-მ კიდევ ერთხელ გაუს...
მისი თქმით, ნატო-მ გამოთქვა მზაობა, რომ მისი თითოეული წევრი სახელმწიფო გააძლიერე...
19:33 შაბ. 5 დეკემბერი
გუბაზ სანიკიძე: ხალხს მძიმე დღეების, ჭირ...
როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, იმაზე ლაპარაკი, რომ ხელისუფლება ოპოზიციური პარტიები...
19:17 შაბ. 5 დეკემბერი
მოხალისეობის საერთაშორისო დღეს „წლის საუ...
სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებულები პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე...