საზოგადოება

იან ჰომერის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

იან ჰომერი რეაბილიტაცია
14:17 22.05
დაკოპირებულია

საბურთალოს რაიონში, იან ჰომერის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 4 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

ამ დროისთვის, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები რაინგერსის და ჰომერის ქუჩის კვეთაზე  მიმდინარეობს, რომელიც  500 გრძივ მეტრზე  მოეწყობა.

აღნიშნულ მისამართზე ამ დრომდე ასფალტის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა.

მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

„მიმდინარე წელსაც დიდი დიღმის კერძო დასახლებაში აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. უკვე ორი ქუჩა მოწესრიგდა, სადაც მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ამჟამად კი, იან ჰომერის ქუჩის რეაბილიტაცია დავიწყეთ, სადაც სანიაღვრე ქსელი მოეწყობა და გრუნტიანი გზის ნაცვლად, ორფენიანი საფარი დაიგება. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს. მომავალში მსგავსი ქუჩების მოწესრიგებაც ეტაპობრივად განხორციელდება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, შპს "ლ. ენდ ლ" ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 600 000 ლარია გამოყოფილი.  

პოლიციის მანქანა და ლენტი

კაცი, რომელმაც უმისამართოდ გაისროლა, პოლ...

მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იყო ჩაკეტილი და რამდენი...
59 წუთის წინ
დიღმის მასივის პირველი კვარტლის მეთოთხმეტე კორპუსის მიმდებარედ, 1 500 კვ.მ ფართობზე ახალი მოსასვენებ...
46 წუთის წინ
"საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ეფექტურად მართავს ქვეყანას და შეუძლია გახსნას შესაძლებლობები საერთ...
16:28
თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა, საბურთალოს რაიონში, თბილისის ზოოლოგი...
16:12
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ქართული კინოსა და თეატრის მსახიობს კახი კავსაძეს 85 წლის იუბ...
16:10
კომუნიკაციების კომისია 2021 წლიდან მობილური კომუნიკაციების ბაზარზე,...
კომუნიკაციების კომისიამ მობილური კომუნიკაციების ბაზრის განვითარების მიზნით, უმნიშვნელოვანესი გადაწყვ...
2.94 - ლარი 5 დღეში 23 თეთრით გამყარდა
ლარი კვირას მკვეთრი გამყარებით ასრულებს. Bloomberg-ს სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დ...
5,4 მილიონი მობილური აბონენტიდან 3,2 მილ...
საქართველოში მობილური კომუნიკაციების ბაზარი დინამიკურად მზარდია, განსაკუთრებით მ...
თსუ 6 ივნისს Online ღია კარის დღეს გამარ...
6 ივნისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერს...