საზოგადოება

იაშვილის და ციციშვილის კლინიკების ბაზაზე კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრები ამოქმედდა

იაშვილის და ციციშვილის
კლინიკების ბაზაზე
კოვიდის შემდგომი
ჯანმრთელობის ცენტრები
ამოქმედდა
1619012753
დაკოპირებულია

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა კორონავირუსის შემდგომი გართულებების წინააღმდეგ გაერთიანდნენ და საკუთარ ბაზაზე პოსტკოვიდური მართვის ცენტრები აამოქმედეს. ინფორმაციას „ ევექსის “ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

მათი თქმით, კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის სპეციალური მიმართულება უზრუნველყოფს ზოგადი მდგომარეობის მონიტორინგსა და შესაბამის მკურნალობას იმ პატარა პაციენტებისთვის, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს.

პრესსამსახურის ცნობით, კოვიდ გადატანილი პაციენტების მართვა სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტის კოორდინაციას გულისხმობს და ხშირად აერთიანებს როგორც პედიატრს, ისე - ბავშვთა ინფექციური დაავადებების ექიმს, ბავშვთა კარდიორევმატოლოგს, რეანიმატოლოგს, ნევროლოგს, ჰემატოლოგსა და ბავშვთა ნევროლოგს.

როგორც ცნობილია, მ.იაშვილისა და ი. ციციშვილის კლინიკებში შემუშავებულია კონსულტაციებისა და ლაბორატორიულ ინსტრუმენტული კვლევების სპეციალური პაკეტი იმ პატარა პაციენტებისთვის, რომლებმაც გადაიტანეს (ან ეჭვია, რომ გადაიტანეს) მწვავე კოვიდი, ან მულტისისტემური ანთებითი სინდრომი.

არსებული შეთავაზება მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობის პაკეტით ან პირდაპირ მიმართოს გადამზადებულ პედიატრს, რომელიც თავად განსაზღვრავს აუცილებელი დიაგნოსტიკური ღონისძიებების ჩამონათვალს.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოსტკოვიდ ცენტრის სამედიცინო პერსონალი გადამზადებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ექიმი ინფექციონისტის, ასისტანს-პროგრამის დირექტორის, მამუკა მაჩაიძის და ჰოლანდიაში მოღვაწე ოჯახის ექიმის, ნინა ბაკაშვილის მიერ.

ცნობისთვის, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აღნიშნული ცენტრები მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პატარა პაციენტებს პედიატრის მომსახურებას უსასყიდლოდ სთავაზობს.

ინფორმაციისთვის, ევექსის ჰოსპიტალური ქსელი 5 მაისამდე კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრებს ქუთაისისა და ბათუმის სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზეც აამოქმედებს, რაც მოსახლეობისთვის სერვისზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას გაზრდის.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე 2 600 600 ან ეწვიეთ ვებგვერდს www.evexhospitals.ge.

პაციენტი პალატაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამ...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629227

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 535 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა.

1620629728

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1439 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629319

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო დეპარტამენტში ახალი სტრუქტურული ერთეული - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო - შექმნა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის ტერიტორიაზე მოხელეთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს გამოიძიებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

1620628826

11 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ Reuters იუწყება.

1620628625
თემქაზე ხე წაიქცა -
დაზიანებულია რამდენიმე
მანქანა

თემქაზე ხე წაიქცა - დაზიანებულია რამდენიმე მა...

თბილისში, ზღვის უბანში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელმაც რამდენიმე მანქანა მოიყოლა.

რუსეთში ომსკის ჯანდაცვის მინისტრს ეძებენ

როგორც რუსული „დოჟდი“ იუწყება, ომსკის საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმი გაუჩინარდა.

მეუფე ნიკოლოზი: 11-ჯერ თუ შეეცდება ვინმე...

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა თავად გამოიყვანა მეუფე ანტონი მწყობრიდან და სწორედ ამის მიზეზი იყო, ის რაც ვიხილეთ.

„ანტონ ბულუხია კრიმინალია, აი, ასეთი მიტ...

თეოლოგი და ყოფილი სასულიერო პირი ბასილ კობახიძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ თვალი აეხილოთ და არ იყვნენ ბრმად მორჩილნი ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიასი.