საზოგადოება

II ტურის შედეგები, ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი და ახალი შეზღუდვების მოლოდინი - 22 ნოემბრის მიმოხილვა

22 ნოემბერის ამბები
23:50 კვი. 22 ნოემბერი
დაკოპირებულია

ახალი ამბების სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 22 ნოემბრის მნიშვნელოვანი ამბების მოკლე მიმოხილვას.

💠 ცესკო ყველა საარჩევნო ოლქის განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს - შედეგების თანახმად, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

💠 ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - ეპიდვითარება საქართველოში - მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

💠 თბილისი - 1 602, აჭარა - 447 - კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონებში -ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 048 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.

💠 კარლ ჰარცელი: აუცილებელია საქართველო მივიდეს სრულფასოვანი პარლამენტის ჩამოყალიბებამდე- მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები იმართება და მცდელობა იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ კონკრეტული შეთანხმება არ შედგება.

💠 მიხეილ რამიშვილი: ფურცხვანიძე თავის დროზე ალბათ ჩემი დაშინების მიზნით დააკავეს - გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია, რა პირობით გაათავისუფლეს დავით ფურცხვანიძე.

💠 თურქი სამშვიდობოები ყარაბაღში 1 წლით დარჩებიან - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუს აკარმა განაცხადა.

💠 პროკურატურა დავით ფურცხვანიძის გათავისუფლების მიზეზს განმარტავს - როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ფურცხვანიძე ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

💠 იაგო ხვიჩია: ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს, რას ვაკეთებთ მაშინ, თუ ხალხი თავად მოითხოვს პროტესტს - მისი თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიცია შეთანხმდეს, რას მოიმოქმედებს, თუ ერთპარტიული პარლამენტის შეკრების შემდეგ ხახლის ძალიან დიდი პროტესტი იქნება.

💠 9-დან 14 წლამდე - პროკურატურამ ლევან ზურაბიშვილს ბრალი წარუდგინა - პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ლ.ზ.-ს ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით წარუდგინა.

💠 თეა ახვლედიანი: მირიან თაზიაშვილის უკანონო დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის თანათავმჯდომარეებს - გრძელდება ინტენსიურ მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება.

💠 პუტინმა განმარტა, რატომ არ ჩაერია ყარაბაღის ომში - „საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ მთიანი ყარაბაღი და მიმდებარე ტერიტორიები იყო და არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაწილი“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

💠 ევროკავშირის წარმომადგენლობა: მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიყენონ მათთვის მინიჭებული მანდატები - პარტნიორები მოელიან, რომ პოლიტიკური პარტიები მოახერხებენ არსებული განსხვავებების გადალახვას, რათა პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა პარლამენტში თავისი ადგილი დაიკავოს.

💠 ერდოღანი: თურქეთი ევროპის განუყოფელი ნაწილია - თურქეთის სამეცნიერო-კვლევითმა საქმიანობამ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის სადავო ნაწილში გაზარდა დაძაბულობა ევროკავშირთან, რადგან თურქეთი საბერძნეთთან და კვიპროსთან დავაში ჩაიკეტა.

💠 ბიძინა კულუმბეგოვი: გაზაფხულზე ევროპაში კორონავირუსის მესამე, ჩვენთან კი მეორე ტალღა იქნება - „როგორც ჩანს იმ ქვეყნებისთვისაც კი, სადაც ულიმიტო რესურსები და შესაძლებლობებია, ინფიცირების მაღალ მაჩვენებელთან გამკლავება შეუძლებელია“.

💠 რა დამატებით შეზღუდვებს გეგმავს მთავრობა - გამოცხადდება თუ არა ქვეყანაში „ლოქდაუნი“?

💠 თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს - „COVID შემთხვევების დრამატული ზრდის მიუხედავადაც კი საქართველო, ერთეული გამონაკლისის გარდა, დებს ევროპის და ამერიკის თითქმის ყველა წამყვან ქვეყანაზე უკეთეს კლინიკურ მაჩვენებლებს“.

საბავსვო ევროვიზია 2020

საბავშვო ევროვიზია 2020 - სანდრა გადელია...

მუსიკალურ კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი, 10 წლის სანდრა გადელია მე-6 ადგი...
22:15 კვი. 29 ნოემბერი
„კინოკლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა ონლაინ დაესწრონ ქართული ფილმების ჩვენებებს, გაეცნონ კინოსია...
00:11
ასლან ბჟანიამ, ოკუპირებული ტერიტორიის პრეზიდენტმა არსებული შეზღუდვები გააფართოვა. „დღემდე არ მუშაობ...
23:32 კვი. 29 ნოემბერი
როგორც ტელეკომპანია „იმედს“ ლევან რატიანმა განუცხადა, კლინიკაში შეყვანისას 85 წლის მსახიობის მდგომარ...
22:56 კვი. 29 ნოემბერი
ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 💡 Ე...
22:38 კვი. 29 ნოემბერი
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

„მქონდა ცხელება, ხველა, მკვეთრად უარესდებოდა...

„კორონავირუსის შემთხვევაში ორმაგად მივეკუთვნები რისკჯგუფს. ერთი ეს გახლავთ ასაკი და მეორე ის, რომ მე...
21:46 კვი. 29 ნოემბერი
19:10 კვი. 29 ნოემბერი
„ერთადერთი რისი გაკეთებაც და რაზე შეთანხ...
„ჩვენ უნდა მივიღოთ ობიექტურ რეალობად ის მოცემულობა, რომ შევა ოპოზიცია პარლამენტშ...
18:42 კვი. 29 ნოემბერი
გუბაზ სანიკიძე: დღეს საქართველო თურქმენუ...
მისი თქმით, ოპოზიციის საერთო გეგმა დასადები და ჩამოსაყალიბებელია. „დღეს საქართვ...
18:25 კვი. 29 ნოემბერი
მამუკა ხაზარაძე: პოლიტიკური პარტიების და...
„წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, რა ტიპის კონსტრუქცია ექნება ამ შეთანხმებას, თუ მოხდა...