მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილია მეორე: მთელი გულით ვემსახურები უფალს და სამშობლოს

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მადლობას უხდის ყველა მოქალაქეს, ვინც მას ინტრონიზაციისა და დაბადების დღე მიულოცა. 

„მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, როგორც ინტრონიზაციის, ისე დაბადების დღის მოლოცვისთვის. რა თქმა უნდა, მაცხოვარი იქნება პირუთვნელი მსაჯული იმისა, რა და როგორ გაკეთდა, მაგრამ ერთი კია, – ძალისამებრ ჩემისა ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი და ვემსახურები უფალს და სამშობლოს და მაძლიერებს თქვენი სულიერი თანადგომა.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთმა გიწინამძღვროთ ყოველ კეთილ საქმეში“, – ნათქვამია ილია მეორეს სამადლობელ წერილში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

👉 ინფორმაციისთვის, 4 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 88 წელი შეუსრულდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ილია მეორეს აღსაყდრებიდან 43 წელი შესრულდა

👉 „მისი მოღვაწეობა სიყვარულის, თავმდაბლობის, სულგრძელობის მაგალითია“ - კახა კალაძე პატრიარქზე

👉 გიორგი გახარია: განუზომელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში