მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილია მეორე სამების ტაძარში ღვთისმსახურებას აღავლენს

ილია მეორე, პატრიარქი

კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვას აღავლენს. 

როგორც ცნობილია, სამების ტაძრის ეზოში მდებარე დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება. დღეს საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება.

დღეს, 19 იანვარს მართლმადიდებელი სამყაროს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.

ინფორმაციისთვის სამების საკათედრო ტაძარში კორონავირუსის პანდემიის გამო, დღეს ტრადიციული საყოველთაო ნათლობა არ ჩატარდება. ამის შესახებ სამების ტაძრის მღვდელმსახურმა მამა იოანე მჭედლიშვილმა განაცხადა.