მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილია მეორე: სრულიად საქართველოს ვულოცავ წმინდა გიორგის დღესასწაულს

ილია მეორე, პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მოსახლეობას გიორგობის დღესასწაულს ულოცავს.

„დღეს არის დიდი დღესასწაული. სრულიად საქართველოს ვულოცავ წმინდა გიორგის დღესასწაულს.
წმინდა გიორგი არის გაჭირვებული ადამიანების დამხმარე.

შეგეწიოთ წმინდა გიორგი თქვენ და ყოველ გაჭირვებულს.

იმედით ვიყოთ, იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს.

დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, - აღნიშნა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, 6 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღე ქრისტიანი წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის აღსრულების დღეა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „უფალმა ინებოს, ისე წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება, რომ გავუღოთ ჩვენი სულის კარი სულიწმიდის მადლის მოქმედებას“