მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს პრობლემის გააზრებას უწუნებს

იმნაძე მთავრობის ადმინისტრაციაში

"სამწუხაროდ, ჩანს რომ ჩვენი მოქალაქეები ნაწილი მაინც ვერ იაზრებს რასთან გვაქვს საქმე", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ეპიდვითარებასთან დაკავშირებული სიტუაციის მიხედვით გადაწყდება იქნება თუ არა დამატებითი შეზღუდვები დაწესებული.

"მთელ საქართველოში მოქმედებს საკმაოდ მკაცრი საკარანტინო ზონები, ამიტომ დამატებით საკარანტინო ზონებში თუ იქნება მისაღები რაიმე ღონისძიება ეს უკვე აღარ შეეხება ლოკალურად დასახლებებს, შეიძლება მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს საკარანტინო ზონები. ცალცალკე ზომების მიღებას ამ ეტაპზე ჩვენ ვთვლით, რომ ჯობია მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს საკარანტინო ზომები. დაველოდებით სიტუაციის განვითარებას. სამწუხაროდ, ჩანს რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც ვერ იაზრებს რასთან გვაქვს საქმე და რა შეიძლება ქვეყანაში მოხდეს თუ ჩვენ მაქსიმალურად არ დავემორჩილებით როგორც რჩევებს, ასევე საკარანტინო ზომებს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.