მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე: გურული არ მართავს ამერიკაში სიტუაციას 

პაატა იმნაძის ბრიფინგი, ივნისი 2020 წ.

„ზურაბ გურული არ მართავს ამერიკაში სიტუაციას. ფაუჩი მართავს“, - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მედიის კითხვას, რატომ არ ითვალისწინებდნენ აქამდე ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის ზურაბ გურულის რეკომენდაციებს.   

თუმცა, პაატა იმნაძე აქვე ამბობს, რომ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებთან ცუდი ურთიერთობა არასდროს ჰქონია.

„ჩემს კოლეგებთან ახლაც და ადრეც მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. ურთიერთმოსაზრებებს ახლაც ვცვლით და ადრეც ვცვლიდით“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ინფორმაციისთვის, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები მთავრობას რამდენიმე თვის განმავლობაში აკრიტიკებდნენ. გუშინ კი, მთავრობის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას დისტანციურად ისინიც ესწრებოდნენ და მოსაზრებებს გამოთქვამდნენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🛑 ტიკარაძე: საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმების დამოკიდებულება შეიცვალა

🛑 ზაზა წერეთელი: ახალი წელი მოდის, შეზღუდვების გამკაცრება აუცილებელია

🛑 ზურაბ გურული: მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამას ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს