მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე: სპორტულ დარბაზებში ნიღბებით ხომ ვერ იქნებიან?

იმნაძე მთავრობის ადმინისტრაციაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, სპორტული დარბაზები გაიხსნება, თუმცა ჯერ თარიღს ვერ ასახელებს.

"რა თქმა უნდა სპორტული დარბაზებიც გაიხსნება, ალბათ ცოტა დრო კიდევ დასჭირდება. ამდენი რამე გაიხსნა, შედეგები ვნახოთ ჯერ და შემდეგ ესეც გაიხსნება.

ადამიანები იქ ჭადრაკის სათამაშოდ ხომ არ შედიან?! ფიზიკური ძლიერი დატვირთვა აქვთ. ნიღბებით ხომ ვერ იქნებიან? თუ არ გივარჯიშიათ, მაშინ ფილმებში ნახეთ რას აკეთებენ იქ ადამიანები, ინტენსიურად ვარჯიშობენ, რა დროსაც ინტენსიურად გამოიყოფა ადამიანისაგან ჰაერის ნაკადები", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.