საზოგადოება

„ინკლუზია და თანასწორობა უმაღლეს განათლებაში კორონავირუსის დროს“ - თსუ-ში ვებინარი გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
18:17 16.07
დაკოპირებულია

„ინკლუზია და თანასწორობა უმაღლეს განათლებაში კორონავირუსის კრიზისის და კრიზისის შემდგომ პერიოდში“ - ამ თემაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვებინარი გაიმართა, რომელშიც თსუ რექტორი, დოქტორი გიორგი შარვაშიძე, ეკონომისტი, კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი ჯეფრი საქსი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) პრეზიდენტი, დოქტორი ადელა დე ლა ტორე, ვრიჟეს უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო) საერთაშორისო განყოფილების დირექტორი, დოქტორი ფრანს სნაიდერსი მონაწილეობდნენ. ვებინარის მოდერატორი იყო თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, დოქტორი ირმა გრძელიძე. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ-ს პრესსამსახური ავრცელებს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტბის მსგავსად თსუ-მ სწრაფად უპასუხა პანდემიის გამოწვევებს რესურსების მობილიზებით. მან ყურადღება გაამახვილა დისტანციური სწავლების პროცესში სტუდენტებისთვის ისეთი სერვისების შეთავაზებაზე, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მათგანის სასწავლო პროცესში ჩართულობასა და განათლების თანაბრად ხელმისაწვდომობას.

„ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან ერთად ხშირად განვიხილავდით ისეთ საკითხებს, როგორიცაა საზოგადოებრივი მრავალფეროვნება, თანასწორობა, განათლების ხელმისაწვდომობა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ განხილვების გააქტიურება, რათა არც ერთი სტუდენტი არ დარჩეს სასწავლო პროცესის მიღმა“- აღნიშნა თსუ რექტორმა.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეფრი საქსმა ყურადღება გაამახვილა პანდემიის კონტროლის პროცესში უნივერსიტეტების როლზე და სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე.

მისი თქმით, საზოგადოების განვითარებისთვის, საზოგადო პრობლემების გადაჭრისთვის, ისეთის როგორიცაა კლიმატის ცვლილებები, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა, დაავადებების კონტროლი და სხვა, გადამწყვეტი როლი აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და უნივერსიტეტების გაერთიანების გლობალური ქსელის შემქნას.

„მჯერა, მთავრობები მიხვდებიან, რომ უნივერსიტეტები უნდა იდგნენ პრობლემების გადაჭრის წინა ხაზზე. რადგან მთავრობა, როგორც წესი, არ არის კომპეტენტური ტექნიკურ სფეროში ამ თანამშრომლობის გარეშე“- განაცხადა ჯეფრი საქსმა.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტის ადელა დე ლა ტორეს განცხადებით, პანადემიის მასშტაბურობა სრულიად მოულოდნელი იყო და სწრაფი რეაგირება დასჭირდა თითოეულ უნივერსიტეტს მსოფლიოს მასშტაბით.

მისი თქმით, სან დიეგოს უნივერსიტეტი, მსგავსად მსოფლიოს უნივერსიტეტებისა, დადგა ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა პროფესორ-მასწავლებლების გადამზადება, ტექნოლოგიების გამოყენების შიში, ინფრასტრუქტურის განვითარება, ZOOM-ში უსაფრთხოების დაცვა, სწავლების მოდალობის ცვლილება, ვირტუალურ სივრცესთან მორგება, პირისპირ კომუნიკაციის არქონით გამოწვეულ დეპრესიასთან გამკლავება და სხვა.

„ჩვენ გამოვყავით ვირტუალური სივრცეები სტუდენტების სხვადასხვა ჯგუფისთვის, რათა თავი ეგრძნოთ კომფორტულად და გახსნილად ესაუბრათ იმ საკითხებზე, თუ რა იწვევს მათ იმედგაცრუებასა და შეშფოთებას“,- სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ადელა დე ლა ტორემ.

ვრიჟეს უნივერსიტეტის საერთაშორისო განყოფილების დირექტორმა ფრანს სნაიდერმა ხაზი გაუსვა ამსტერდამის უნივერსიტეტის ინტერნაციონალურობას, მრავალდარგობრივობასა და, ამ მხრივ, სწავლების განხორციელების პროცესში წარმოჭრილ გამოწვევებს.

მისი თქმით, პანდემიის დასაწყისში ონლაინ ლექციები შეიძლება არ ტარდებოდა პროფესიონალურ დონეზე, მაგრამ მალე დაიხვეწა როგორც ტექნოლოგიები, ისე სერვისების შეთავაზების პროცესები. უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ სტუდენტთა მხარდაჭერის აქტივობებს - სწავლის დაწყების თარიღის ცვლილებას, გამოცდების გამარტივებას და სხვა, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა სტუდენტების მხრიდან.

„პანდემიის მდგომარეობის მიუხედავად, სტუდენტებს, რომლებსაც არ ჰქონდათ სახლის პირობებში შესაბამისი პირადი სივრცე მეცადინეობისთვის, უნივერსიტეტმა შესთავაზა სასწავლო სივრცეები დაწესებულების ბაზაზე“,- აღნიშნა ფრანს სნაიდერმა.

ვებინარის მომხსენებლებმა ისაუბრეს უმაღლესი განათლების ინკლუზიურობასა და თანასწორობაზე კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გავლენის შესახებ. ძირითადი განსახილველი საკითხები იყო: როგორ უნდა უზრუნველყონ უნივერსიტეტებმა სტუდენტების ინკლუზია და თანასწორობა ელექტრონული სწავლების პროცესში კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისისას; როგორ უნდა შეიქმნას ინკლუზიური ვირტუალური სწავლების გარემო; როგორ შენარჩუნდეს ინკლუზიური, მხარდამჭერი და პოზიტიური კლიმატი უნივერსიტეტში პანდემიის და პანდემიის შემდგომ პერიოდში.

რუსეთის აგრესია

12 წელი აგვისტოს ომიდან

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომი...
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი განიკურნა. stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, კორ...
10:44
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყ...
10:37
ორშაბათს, 10 აგვისტოს თბილისი-ფოთის რეისზე გიდი ტელეწამყვანი მარიკა ბაკურაძე იქნება. ამის შესახებ ინ...
10:24
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკ...
10:10
რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. „ქართული ოცნება“ - საქართველოს ხელისუფლება, ქ...
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რუსეთ-საქართველოს ომის...
22:29 07.08
ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტრ...
ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც რეისს დუბაიდან კალიკუტას მიმართულებით...
უდიდესია ის ტკივილი, რომელიც მთელს ქვეყა...
„მიუხედავად იმისა, რომ 12 წელი გავიდა, უდიდესია ის ტკივილი, რომელიც მთელს ქვეყან...
ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდე...
საქართველოს პროკურატურამ ლერი სულაბერიძეს განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინ...