საზოგადოება

იპოდრომზე ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია თბილისს საჩუქრად გადასცა
20:40 ორშ. 19 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„ფონდი „ქართუ” დღეიდან ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს და ძალიან მალე თბილისს ექნება ახალი ცენტრალური პარკი - განაცხადა საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა, რომელიც მიმდინარე პროცესს დღეს დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან ერთად გაეცნო.

მისი თქმით, პირველი ეტაპის სამუშაოები 20 მილიონი დოლარი დაჯდება, თუმცა, შესაძლოა თანხა გაიზარდოს.

„სამუშაოები ჩვენი ამჟამინდელი შეფასებით 20 მილიონი დოლარი დაჯდება. შეიძლება სამუშაოების წარმოების პროცესში ეს თანხა გადაიხედოს და უფრო გაიზარდოს კიდეც,“ - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 36 ჰექტარზე განთავსებული პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია:

⭕ ბოტანიკური ბაღი

⭕ იაპონური ბაღი

⭕ ფრანგული ბაღი

⭕ ამფითეატრი

⭕ შადრევანი

⭕ სკეიტ პარკი

⭕ სასაზღვრო სატყეო ზონა

⭕ შიდა სატყეო სექტორი

⭕ საგანმანათლებლო ცენტრი

⭕ მდელო

⭕ ზიპლაინი

⭕სპორტის ზონა

⭕ კვების ზონა

აგრეთვე, მოეწყობა:

⭕ ცხოველების სასეირნო სივრცე

⭕ პანორამული პლატფორმა

⭕ გუბურა

⭕ თოკების პარკი

⭕ საფეხმავლო ხიდი

⭕ სამთო ველოსიპედების ბილიკები

⭕ სტრიტბოლის სივრცე

⭕ არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის

⭕ ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადაეცა. ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას ხელი მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს მოეწერა.

tsentraluri-parki_o_h.jpegtsentraluri-parki_o_h.jpegtsentraluri-parki_o_h.jpegtsentraluri-parki_o_h.jpegtsentraluri-parki_o_h.jpegtsentraluri-parki_o_h.jpegtsentraluri-parki_o_h.jpegtsentraluri-parki_o_h.jpegtsentraluri-parki_o_h.jpegtsentraluri-parki_o_h.jpegtsentraluri-parki_o_h.jpegtsentraluri-parki_o_h.jpegtsentraluri-parki_o_h.jpeg

კორონავირუსის ტესტები

საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტე...

მისი თქმით, ყოველდღიურად ქვეყანაში 20 000 ტესტი გაკეთდება. „დღეიდან პირველ თებე...
42 წუთის წინ
მათივე ინფორმაციით, ფორუმი წელს ონლაინ-ფორმატში იმართება და მისი მხარდამჭერია ევროპის საბჭო, ინტერნე...
22 წუთის წინ
მინისტრის თქმით, საკითხის მოკვლევის შემდეგ რეგულირების სააგენტო ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებაში...
23 წუთის წინ
57 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მათი გადარჩენის შანსი მინიმალურია. წყალდიდობა...
24 წუთის წინ
მათი თქმით, საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ კვების ინდუსტრია გადარჩეს. როგორც კვებ...
49 წუთის წინ
ხარაგაულის საბავშვო ბაღებში პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპი დაიწყო

ხარაგაულის საბავშვო ბაღებში პროდუქტების გაცემ...

„პროდუქტების მიწოდებას მუნიციპალიტეტის სოფლების საბავშვო ბაღებში თავად გაერთიანება უზრუნველყოფს, სად...
54 წუთის წინ
ზუგდიდში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში...
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სპორტული და საბავშვო მოედნები და სკვერები...
ტრამპი 2024 წელს პრეზიდენტად კენჭისყრას...
რამდენიმე დღის წინ გაზეთი New York Times წერდა, რომ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტ...
სოლომონ პავლიაშვილმა ევროკავშირისა და გა...
ონლაინ შეხვედრაში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის,...