პირველ რიგში მინდა, შევეხო ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც, სამწუხაროდ, მძიმდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც; შემთხვევების მატება, რაც ბოლო დღეებში აშკარაა თითოეული ჩვენგანისგან მეტ ყურადღებას და მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას დაწესებული რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შემზღუდავ ღონისძიებებს, ამის ერთადერთი მექანიზმი არის რეგულაციების დაცვა.
პირბადის სწორად ტარება, ყველა ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისგან, მათ შორის სოციალური ღონისძიებების ორგანიზებისგან თავის შეკავება - ეს ის ელემენტარული დათმობებია, რომელზეც ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გამო უნდა წავიდეთ, მანამ ვიდრე ვაქცინაცია დაგვიცავს.
მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.
📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.
📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.
მაჭავარიანის ქუჩაზე ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები და გატარებული ღონისძიებები გერმანელი სპეციალისტების მიერ დადებითად შეფასდა“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მეწყერსაშიშ ზონაში გერმანელ სპეციალისტებთან ერთად საპრევენციო ღონისძიებების გაცნობის შემდეგ განაცხადა.
გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველთა პირველი ჯგუფი საქართველოდან დღეს გაემგზავრა.
პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ყოფილი მეუღლის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შესახებ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება.
„მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე“,- ვკითხულობთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.
კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღის განმავლობაში ადამიანი საშუალოდ 34 გიგაბაიტის ეკვივალენტური რაოდენობის ინფორმაციას იღებს. ამ ტემპით თქვენი სმარტფონის მეხსიერება რამდენიმე დღეში, ლეპტოპის კი რამდენიმე კვირაში გადაივსებოდა.
გერმანელმა ინჟინერ-გეოლოგმა, პეტერ ნიუმანმა მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მუდმივი მონიტორინგია საჭირო, თუმცა ამჟამად ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე როგორც რიონის ხეობის მცველები, ასევე ქუთაისის მცხოვრებლები იმყოფებიან.