მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე ლაშა ტალახაძეს გამარჯვებას ულოცავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლაშა ტალახაძეს მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებას ულოცავს.

„გილოცავთ! ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა! ძალოსანმა თავისი მსოფლიო რეკორდი მოხსნა და მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი“, - წერს ირაკლი კობახიძე და ლაშა ტალახაძის ფოტოს აქვეყნებს.

ინფორმაციისთვის, 11 აპრილს, მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ მორიგი რეკორდი დაამყარა.

ქართველმა ატაცში 222 კილოგრამი ასწია ახალი რეკორდი დაამყარა და მორიგ ოქროს მედალსაც დაეუფლა.

მან ეს რეკორდების თანხლებით გააკეთა: ატაცში 222 კგ დაძლია და თავისივე რეკორდი (220) გააუმჯობესა.