მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კვარაცხელია: თავდამსხმელმა რამდენჯერმე მეგრულადაც გვიპასუხა

ერთ-ერთი მძევალი

ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკში“ აყვანილი ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია აცხადებს, რომ თავდამსხმელი, სავარაუდოდ, 35-დან 40 წლამდე კაცია, რომელმაც მძევლებს რამდენჯერმე მეგრულად უპასუხა.

„თავდამსხმელი იქცეოდა იარაღთან ურთიერთობაში როგორც გამოცდილი ადამიანი, იმდენად აგრესიული იყო, რამდენადაც ეს მისთვის იყო აუცილებელი, ხალხის შესაშინებლად და მათზე შთაბეჭდილების მოსახდენად. მისი ხმა შეიძლება მივამსგავსო, მაგრამ ამოცნობა ნამდვილად არ შემიძლია. ძირითადად ქართულად საუბრობდა, ვეცადეთ, რომ კომუნიკაცია გვქონოდა და რამდენჯერმე მეგრულადაც გვიპასუხა", - განაცხადა კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, თავდამსხმელმა თავდაპირველად რამდენიმე მძევლის გათავისუფლება პოლიციასთან მოლაპარაკების შედეგად გაათავისუფლა.

„ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ან ფეხმძიმედ იყო ძალიან მალე გაათავისუფლა. ასევე მომლაპარაკებელი პოლიციელის თხოვნით, კიდევ რამდენიმე ქალი გაათავისუფლა. ბოლოს კი დავრჩით 20 ადამიანი. შეარჩია ადგილი, სადაც უნდა დავლოდებოდით მოლაპარაკების დასრულებას. ამ 20-დან 12 თუ 13 პირი დავრჩით, საიდანაც უკვე ბანკიდან წასვლისას 3 დაიტოვა. გარდა ამისა, პირადად ავთანდილ გალდავას შეთავაზება იყო, რომ მძევლების ნაცვლად დარჩებოდა, რაც ჩემი აზრით, ძალიან ვაჟკაცური საქციელი იყო და დიდი მადლობა მას ამისათვის“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

ირაკლი კვარაცხელიას განმარტებით, „საქართველოს ბანკში“ ახალი ბარათის ასაღებად იმყოფებოდა.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. მისი კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 „პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა“ - ირაკლი კვარაცხელიას პირველი კომენტარი

👉 სავარაუდოდ, გამტაცებელი მძევლებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიისკენ გადაადგილდება