მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კვირიკაძე და ნესტან-ნენე კვინიკაძე - აქ.ახლა - ქართული კინოს ახალი თაობა

ირაკლი კვირიკაძე და ნესტან-ნენე კვინიკაძე

თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება. – ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს, ვირტუალურად დაესწროს მსახიობ ირაკლი კვირიკაძის სესიას თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით.

„ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი მწერალი - ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.

სესიის - „აქ.ახლა - ქართული კინოს ახალი თაობა“ ფარგლებში, ირაკლი კვირიკაძე ისაუბრებს პროფესიულ გამოცდილებაზე - რა თვისებები და შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა მსახიობს, რომელსაც ჰოლივუდში წარმატების მიღწევა სურს; როგორ შეიცვალა მსოფლიო კინობიზნესის მოთხოვნები დროსთან ერთად და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მსოფლიო კინოინდუსტრიაში მუშაობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.