საზოგადოება

ირაკლი წულაია: ამ მართლაც გასაოცარ დემოკრატიაში, მკვლელებს, მოღალატეებს, 50 მილიონის ქურდს, ხალხის მჩაგვრელებს და პროვოკატორებსაც კი აქვთ უფლება პირდაპირ ეთერში მონოლოგები გვიკითხონ

ირაკლი წულაია: „ნაციონალური მოძრაობა“ ლობისტური კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ დახმარებით, „ფრონტერას“ თემაზე წერილის ავტორ კონგრესმენებთან აქტიურად მართავდა შეხვედრებს
17:23 23.05
დაკოპირებულია

„რატომ გახდა დღეს ჰესების მშენებლობა ცუდი, რაც გუშინ იყო კარგი? რატომ ამბობდნენ გუშინ სხვას და დღეს - სხვას? იმიტომ, რომ გუშინაც და დღესაც ისინი არიან ყალბები და არაგულწრფელები“, - ასე ეხმიანება გადაცემის „ბიზნესი იმედზე“ ავტორი ირაკლი წულაია ჰესების მშენებლობის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს.

წულაია აცხადებს, რომ ჰესების თემაზე მონოლოგების მიზანი, არა სწორი ინფორმაციის გავრცელება, არამედ საკუთარი მიზნების მისაღწევად ადამიანებით მანიპულირებაა.

„რა არის იმის მიზეზი რომ სწრაფად იცვლიან ღირებულებებს? რატომ გახდა დღეს ცუდი, ის რაც გუშინ იყო კარგი? რატომ ამბობდნენ გუშინ სხვა და დღეს - სხვას? იმიტომ, რომ გუშინაც და დღესაც ისინი არიან ყალბები და არაგულწრფელები. ქვეყანაში სამწუხაროდ არიან ძალები, რომელთა მიზანიც დაპირისპირების გაჩენაა და არა სისტემების აწყობა, რომელიც ჩვენი ეკონომიკის ფეხზე დაყენების მთავარი კომპონენტია. ამ მართლაც გასაოცარ დემოკრატიაში, მკვლელებს, მოღალატეებს, 50 მილიონის ქურდს, ხალხის მჩაგვრელებს და პროვოკატორებსაც კი აქვთ უფლება პირდაპირ ეთერში მონოლოგები გვიკითხონ“, - ამბობს ირაკლი წულაია.

მისი თქმით, ფაქტია, რომ ყველა ახალი პროექტი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

„ნაცვლად იმისა, რომ ეს აზრთა სხვადასხვაობა ჯანსაღ დისკუსიაში გადაიზარდოს, ხშირად უაზრო დაპირისპირებამდე მიდის“, - ამბობს ირაკლი წულაია.

გადაცემის ავტორი დარწმუნებულია, რომ უნდა გაჩნდეს სივრცე დისკუსიისთვის, რათა ყოველი ახალი ჰესის მშენებლობა ახალი დაპირისპირების საგანი არ გახდეს. დისკუსიების შედეგად კი ჩამოყალიბდება ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელზეც სამომავლოდ დაშენდება სახელმწიფო და ამ ბირთვის ჩამოყალიბების გარეშე წინსვლა ფაქტობრივად შეუძლებელია.

ჯარიმა დაწესდება

საქართველოში ახალი ჯარიმები დაწესდება

ავტოტრასპორტის პარკირებასთან, მანქანის მიტოვებასთან დაკავშირებით ჯარიმები წესდებ...
57 წუთის წინ
"თქვენი ყალბი პათოსი და ფარისევლობა ჩვენ ყველამ ვიხილეთ. თქვენი გამოსვლები განმსჭვალული იყო იმით, თუ...
20:27
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოპოზიცია მოქალაქეებს პირდება იმას, რაც თვითონვე იციან...
19:57
„ოპოზიციის მცდელობა, დააკნინონ „ოცნების“ გუნდის მიღწევები, ან უკიდურეს შემთხვევაში მთავრობის ეფექტია...
19:24
სახელმწიფომ ტექნიკის შეძენაში ფერმერების დასახმარებლად 6 მილიონი ლარი გამოყო. რეგისტრაციის გამოცხადე...
19:07
ასფალტის საფარიანი გზა ახალსოფელში 1,32 კმ-იანი გზა დაიგო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კეძოდ ახალსოფელში 1,32 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ახალი გზა დაიგო. სამუშაოე...
ეუთო-ს საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპი...
2020 წლის 28 მაისს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპ...
კობახიძე „ენმ“-ს - თქვენი ხელისუფლებაში...
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ქვეყნის პრემიერ-მინისტრ...
ნათია თურნავა გორბის კვლევაზე: ეს არის ძ...
“ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოხატულება ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ, როდესაც...