მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა“ - ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი

„ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა. ვირუსის უცნაურმა ბუნებამ აიძულა ადამიანები გარკვეულ რეგულაციებს დამორჩილებოდნენ“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი. 

როგორც ეპისტოლეშია ნათქვამი, აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ღმერთთან მეტი სიახლოვე.

„ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა. ვირუსის უცნაურმა ბუნებამ აიძულა ადამიანები გარკვეულ რეგულაციებს დამორჩილებოდნენ. ეს აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ღმერთთან მეტი სიახლოვეც, რადგან არავინ იცის, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე.

წმინდა წერილი შეგვაგონებს: „შვილო, შენს სნეულებაზე თვალს ნუ დახუჭავ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცთუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისგან" ასე რომ, ზომიერება გვმართებს, ექიმთა რჩევასაც უნდა დავუგდოთ ყური, მაგრამ უმთავრესი ღვთის მცნებების დაცვა და მის წინაშე სათნო ცხოვრებაა“, - ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „წახალისება ხდება თავშეუკავებლობის, გარყვნილების, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის, ათეიზმის“ - პატრიარქი

✔️ „ადამიანი ვერ მიემსგავსება უფალს, რწმენის, მასთან ერთობის დიდი სურვილისა და ამ თვისებების გარეშე“ - პატრიარქი

✔️ პატრიარქის საშობაო ეპისტოლე