მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისანში დევნილებმა გზა გადაკეტეს

აქცია ისანში

ისანში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის მაცხოვრებლებმა, რომელთა უმეტესობა დევნილია, გზა გადაკეტეს. საპროტესტო აქცია საცხოვრებელი ფართების დაკანონების მოთხოვნით იმართება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ დევნილთა სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უწყებისგან პასუხი არ მიუღიათ. ადგილობრივების თქმით, ისინი 72 ოჯახისთვის ბინების სასწრაფოდ დაკანონებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ საქმის წარმოაბა დაწებულია და დაკანონების პროცესს დრო სჭირდება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.