საზოგადოება

ისანში მცხოვრებ 29 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

ისნის რაიონში მცხოვრებ 29
ოჯახს საკუთრების
დამადასტურებელი
მოწმობები გადაეცა
1619001827
დაკოპირებულია

ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ისნის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართები, სიმბოლურ ერთ ლარად, ისნის რაიონში - დოესის, ჯორჯ ბუშის, ლობჟანიძის, საინგილოს ქუჩებზე, სოფრომაძის პირველ შესახვევში და წულუკიძის პირველ შესახვევში, ასევე, ვაზისუბანში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ.

ირაკლი თავართქილაძემ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, შესაბამისი რაიონის გამგეობას უნდა მიმართონ.

„დღეს ისნის რაიონში 29 ოჯახს გადავეცით საკუთრებაში ის ფართები, რომელსაც ათეული წლების განმავლობაში, გარკვეული ბიუროკრატიული თუ სხვა მიზეზების გამო ვერ იკანონებდნენ.

მინდა, მივულოცო ამ ადამიანებს ეს სიხარული და დღესასწაული. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ 1500-მდე ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართები.

მივმართავ ოჯახებს, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, თავიანთ რაიონებში მიმართონ გამგეობებს, სადაც აუხსნიან, რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ მათ საცხოვრებელი ფართები დაუკანონდეთ“, - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.

ინფორმაციისთვის, 2018 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართები 1500-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა. გარდა ამისა, თბილისის მერიაში კვლავ გრძელდება შემოსული განაცხადების განხილვა და დაკმაყოფილება.

პაციენტი პალატაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამ...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629227

რუსეთის ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე მურახოვსკი, რომელიც ნადირობისას რამდენიმე დღის წინ ტყეში დაიკარგა, ნაპოვნია. ამის შესახებ rbc.ru Telegram-канал Baza-ზე დაყრდნობით იუწყება.

1620629750

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 535 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა.

1620629728

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1439 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629319

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო დეპარტამენტში ახალი სტრუქტურული ერთეული - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო - შექმნა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის ტერიტორიაზე მოხელეთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს გამოიძიებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

1620628826
ავღანეთში თავდასხმა
ავტობუსზე

ავღანეთში ავტობუსის აფეთქებას 11 ადამიანი ემს...

11 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ Reuters იუწყება.

დღეს ბახმაროსა და ბაკურიანში მოთოვა

დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი ცვალებადი იყო. ბახმაროს შემდეგ, დღეს ბაკურიანშიც მოთოვა.

ილონ მასკმა აღიარა, რომ მას ასპერგერის ს...

Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა აღიარა, რომ მას ასპერგერის სინდრომი აქვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რუსეთში ომსკის ჯანდაცვის მინისტრს ეძებენ

როგორც რუსული „დოჟდი“ იუწყება, ომსკის საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმი გაუჩინარდა.