მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ISFED: აღმასრულებელი დირექტორის მიმართ მუქარას, შანტაჟს ან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია

სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელობა

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის ფორმულაში ადამიანური შეცდომა დაფიქსირდა, რომლის გამოც მათ და ცესკოს მონაცემებს შორის არსებითი სხვაობა დაფიქსირდა. 

როგორც ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ სართანიამ ბრიფინგზე აღნიშნა, ხარვეზი ISFED-ის მიერ ჩატარებული შიდა აუდიტის შედეგად გამოვლინდა.

„ISFED-ს შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ 1000 საარჩევნო უბანზე ჰყავდა დამკვირვებელი და მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნო. მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ 3 პარტიის შემთხვევაში დაფიქსირდა განსხვავება ცესკოსა და ჩვენს მონაცემებს შორის. ეს პარტიები იყო „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.

ამის შემდეგ დაიწყო შიდა აუდიტი, რა დროსაც გამოვლინდა ხარვეზი, რომლის გამოც ფორმულაში, რომელიც ითვლის საარჩევნო სუბიექტების ხმებს, მითვლილი იყო ბათილი ბიულეტენებიც, ხოლო მას შემდეგ რაც შედეგები ჩვენ მიერ გასწორდა, ის უკვე დაემთხვა ცესკოს მონაცემებს“, - აღნიშნა „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის თავმჯდომარემ თამარ სართანიამ.

როგორც მან აღნიშნა, „სამართლიანი არჩევნები“ ორგანიზაციის დირექტორის ელენე ნიჟარაძის მიმართ დაშინების, მუქარის ან მოსყიდვის მცდელობას უარყოფს.

„კომისიამ დაასკვნა, რომ ფორმულაში ნამდვილად ადამიანური შეცდომა იყო, რომელზეც პასუხისმგებელია, თავად დამკვეთი ანუ ISFED და აგრეთვე NDI-ის ექსპერტები. იყო კითხვებიც, ხომ არ ჰქონია ადგილი ISFED-ის დირექტორის მიმართ ზეწოლას, შანტანჟს ან მუქარას, რასაც ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ“, - განაცხადა თამარ სართანიამ.

👉 ინფორმაციისთვის, 24 დეკემბერს ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა.

👉 აღნიშნულმა ორგანიზაციამ საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლის შესახებ ორი განცხადება გამოაქვეყნა. პირველად განცხადებაში, ორგანიზაციის მტკიცებით, ფიქსირდებოდა ცესკოს მონაცემებთან მნიშვნელოვანი სხვაობა, ხოლო მეორე განცხადებით, ორგანიზაციამ აღიარა, რომ დათვლის პროცესში შეცდომა მოხდა, რამაც შედეგებში სხვაობა გამოიწვია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება“ - ISFED-ის დირექტორი

👉 ხატია დეკანოიძე: ISFED კარუსელითა და მოსყიდვით მოპოვებულ ხმებს არ ითვლის

👉 ISFED 2020 წლის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს