საზოგადოება

ისლანდიამ საქართველოს საზღვარი გაუხსნა

ისლანდია ტურიზმი
1594899615
დაკოპირებულია

საქართველოს საზღვარი კიდევ ერთმა ევროკავშირის არაწევრმა სახელმწიფომ ისლანდიამ გაუხსნა. რეიკიავიკმა გადაწყვეტილება ეპიდვითარების გათვალისწინებით მიიღო. სია პერიოდულად განახლდება.

სიაში საქართველოს გარდა კიდევ 13 ქვეყანა მოხვდა, საიდანაც მხოლოდ ორი - მონტენეგრო და სერბეთია ევროპული. არაევროპული ქვეყნებიდან ისლანდიაში მოხვედრა ალჟირის, რუანდის, ტუნისის, მაროკოს, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ტაილანდის, კანადისა და ურუგვაის მოქალაქეებს შეეძლებათ.

15 ივლისის მდგომარეობით ისლანდიაში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის 1911 შემთხვევაა აღრიცხული, დაავადებულთა 98.6% - 1885 პირი უკვე გამოჯანმრთელდა, 10 პაციენტი გარდაიცვალა, 16 კი ამჟამადაც მკურნალობის კურსს გადის. 19 აპრილის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა ორნიშნა მაჩვენებლით აღარ გაზრდილა.

ამერიკელი გენერალი ბენ
ჰოჯესი

ბენ ჰოჯესი: რუსები გაჩერდებიან მაშინ, რო...

ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი, რომელიც საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას მხარს უჭერს, საუბრობს წვრთნების გააქტიურების აუცილებლობაზე, საქართველოს და უკრაინის მონაწილეობით.

ძლიერი, გადაუღებელი წვიმის შედეგად წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს მოხდა.

1623529431

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ხელშეწყობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ ჰუმანიტარულ შეთანხმებას საკუთარ Twitter-ის გვერდზე ეხმაურება. ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნული შეთანხმების მიღწევას ულოცავს.

1623528901

„ვამაყობ საქართველოს როლით, რომელიც შევასრულეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ, ფილიპ რიკერთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით, აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ხელშესაწყობად“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

1623527665

ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში ფინეთმა სენსაციურად დანია 1:0 დაამარცხა. ამ შედეგს შეგვიძლია ფსიქოლოგიური მარცხიც დავარქვათ, რადგან კრისტიან ერიკსენს მოედანზე გულის შეტევა დაემართა და მის თანაგუნდელებს რამდენიმე საათის შემდეგ, თამაშის გაგრძელება მოუწიათ.

1623527053
საქართველოს
ვიცე-პრემიერი, საგარეო
საქმეთა მინისტრი დავით
ზალკალიანი

„ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელე...

„ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია რეგიონში ვიზიტის შემდეგ დაბრუნდა ისევ თბილისში და თბილისიდან მოხდა მათთან ერთად ამ პროცესის ხელშეწყობა მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-ი საქართველოს, საქართველოს როლს, იმ ფუნქციას, რომელიც ჩვენ შეგვიძლია აშშ-სთან ერთად შევასრულოთ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე: ჩვენი ისტორიული როლია სტ...

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციით სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას ეხმიანება და საქართველოს მთავრობის იმ ნაბიჯებს აფასებს, რომელიც საქართველოს კავკასიაში ისტორიული როლის დაბრუნებაში ეხმარება.

დავით ზალკალიანი სომხეთსა და აზერბაიჯანს...

„რეალური ნაბიჯი გადაიდგა, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგა, როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მხრიდან და აქ, საქართველომ თავისი სამშვიდობო ფუნქცია და როლი შეასრულა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორობის ჩართულობით“- ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს ხელშეწყობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების შეფასებისას განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი: წარმოიდგინეთ სომხეთი...

„თითქმის არ არსებობს შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება, რომ არ ტოვებდეს ისეთ ძალიან მძიმე შედეგს, როგორიც ტყვეები არიან. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩნდნენ, შედეგად პატიმრობაში ყოფნა უწევთ და არავინ იცის, როდის დაუბრუნდებიან საკუთარ კერას და ოჯახებს... ასეთ კონფლიქტებს მიეკუთვნება ყარაბახის კონფლიქტი“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას.