მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივანე მაჭავარიანი: დაქირავებით დასაქმებულთათვის 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო

ივანე მაჭავარიანი: დაქირავებით დასაქმებულთათვის 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო

დაქირავებით დასაქმებულთათვის 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო,  - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მან ისაუბრა იმ კრიტერიუმებზე, რომელთა საფუძველზეც პანდემიის შედეგად ფორმალურ სექტორში დასაქმებულები, რომელთაც დაკარგეს შემოსავალი 6 თვის მანძილზე მიიღებენ 1200-ლარიან კომპენსაციას.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, კომპენსაციას მიიღებენ პირები, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან - 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს და 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო).

„აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია დამსაქმებლებმა ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით უნდა მიაწოდონ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.

ასევე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს თავად გადაამოწმოს არის თუ არა მისი მონაცემები ასახული კომპენსაციის მიმღებთა სიაში“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, საკომპენსაციო პაკეტისთვის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 150,0 მილიონი ლარი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ძალაში შედის უმუშევრად დარჩენილებისთვის 1200 ლარიანი დახმარება

👉 დაიწყო აღრიცხვა იმ ადამიანების, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და 1200 ლარიან დახმარებას მიიღებენ

👉 ვინ მიიღებს 100-ლარიან დახმარებას მთავრობისგან