მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ივერი მელაშვილის ამბავს შევადარებდი კორიდას, ხარს რომ გააღიზიანებ გირქენს აბა რას იზამს“ - მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი

ბოდბელი მიტროპოლიტი დავით გარეჯში მედიის წარმომადგენლებსა და ივერი მელაშვილთან სასულიერო პირების დაპირისპირებას გამოეხმაურა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ივერი მელაშვილის ჩასვლამ ადგილზე სასულიერო პირების გაღიზიანება გამოიწვია. ინციდენტი მეუფე იაკობმა კორიდას შეადარა.

„ვინ ნასვამი იყო და ვინ არა, არ ვიცი. საბუთი გაქვთ მაგისი, რომ ნასვამები იყვნენ? თუ სუნი ამოსდიოდათ და მაგით მიხვდით, რომ ნასვამები იყვნენ, თუ ექსპერტიზის დასკვნა გაქვთ?

გუშინ პრემიერს ჰქონდა აზერბაიჯანში ვიზიტი. რა ვიცი, რომ ივერი მელაშვილის მხრიდან ეს პროვოკაცია არ იყო? მე ის კაცი არ ვარ, რამე ვთქვა და ვინმემ მითხრას, ბოდიში მოიხადეო. არ ვიტყვი ისეთ რამეს, რაზეც პასუხისმგებელი ღმერთთანაც არ ვარ.

ივერის რომ დაინახავ, შევადარებდი კორიდას. ხართან რომ გადიან რა, ივერი არის, ვთქვათ, მოვიყვან იმის მაგალითს - მატადორი, თქვენ ჟურნალისტები გამოდიხართ ლახვარს რომ არჭობენ ხოლმე ისინი. კლავთ ხარს, ის ხარი გირქენს აბა რას გიზამს და წაგაქცევს, შენ ხომ კლავ. მერე მიაქვთ და აჭმევენ ამ ხარს ადამიანებს.

მეუფე იაკობმა ივერი მელაშვილს ქართველი ერის მტერი უწოდა.

„როცა მიდიხარ, პირნათელი ხომ უნდა იყო, 6000 ბერის ხსენების დღეა. ჯერ ხომ არ არის დამთავრებული და ჯერ არ არის მხილებული დანაშაულში. უბრალოდ ისეთ პერიოდში დაიჭირეს, სალაპარაკო გაუხდა ხალხს. მოეკიდათ ხელი მანამდე, ვის გაახსენდებოდა. უვარგისი ადამიანია და დაეტიოს. მაგას შეუძლია ოპოზიციურ პარტიებში იაროს, ტაშს ვინც უკრავდა. ქართველ ერთან გამოსასვლელი ცხვირ-პირი მაგას არ აქვს.

როგორც გინდათ ისე შეაფასეთ, ჩვენი ერის მტრებს ჩვენ სხვანაირად ვეპყრობით“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ 4 მაისს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, სადაც „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ოპერატორთან ერთად ივერი მელაშვილის ჩასაწერად იმყოფებოდა, დაპირისპირება მოხდა.

ჟურნალისტ ნინუცა კეკელიას თქმით, მას და ოპერატორს სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ და კამერა წაართვეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ეს არის წინასწარ გამიზნული პროვოკაცია“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის ინციდენტზე

„სასულიერო პირები ტრაპეზიდან ჩამოვიდნენ, ნასვამები იყვნენ“ - ივერი მელაშვილი

„კარგი იქნებოდა, საპატრიარქოს გაევრცელებინა განცხადება, რომ ძალადობას გმობს“ - მამა ანდრია სარია დავით გარეჯის ინციდენტზე