მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივერი მელაშვილის მეუღლე: მეგონა წინასწარი დაკავებიდან გაათავისუფლებდნენ

ივერი მელაშვილის მეუღლე

დავით გარეჯის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„არ ველოდი. ძალიან ბევრი რამ იყო, მტკიცებულებები. მეგონა წინასწარი დაკავებიდან გაათავისუფლებდნენ. საერთოდ ბრალდება რაზეც დაეყრდნო, არის უვარგისი რუკა ანუ საერთოდ არ უნდა იყოს ბრალდება“, - აცხადებს სულაძე.

👉ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

⭕ საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.