მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად სპეციალურ ვებ-გვერდზე ტექნიკური შეფერხებისთვის ჯანდაცვის სამინისტრო ბოდიშს იხდის

ჯანდაცვის სამინისტროს ლოგო

მოგახსენებთ, რომ 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე - daxmareba.moh.gov.ge ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მიმდინარეობს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყებაში აცხადებენ, რომ ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის, ერთდროულად დარეგისტრირებითაა განპირობებული.

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის. სპეციალისტები მუშაობენ და უმოკლეს დროში აღმოიფხვრება ტექნიკური პრობლემა. შეგახსენებთ, რომ დახმარების მიმღებთა რეგისტრაცია გრძელდება 2020 წლის 1 დეკემბრამდე. შესაბამისად, ყველა მსურველს მიეცემა შესაძლებლობა გაიაროს რეგისტრაცია აღნიშნული დახმარების მისაღებად. რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე - daxmareba.moh.gov.ge

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს:

• სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს

• საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობებს

• საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს

• „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505“,- აცხადებენ უწყებაში.