საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის
სამინისტროს შენობა
1617810146
დაკოპირებულია

ჯანდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს გაეროში წარდგენილ დოკუმენტში სამინისტროს მიერ მითითებულია არასწორი ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაცია-აბილიტაციასთან დაკავშირებით.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს განცხადება არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი და არ შეესაბამება სინამდვილეს. საუბარია ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანასწორობის და ანტიდისკრიმინაციულ საკითხებს და ეხება, (Equality and non-discrimination of persons with disabilities and the right of persons with disabilities to access to justice).

დოკუმენტში თანდართული ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო მომსახურების თანაბრად ხელმისაწვდომობას ლტოლვილის სტატუსის, მიგრაციის სტატუსის, შემოსავლის, წარმოშობის, სქესის ან სხვა სტატუსის მიხედვით. (Are there conditions or restrictions to access, or being eligible to, receive free or affordable habilitation and rehabilitation services and goods, on an equal basis with others, on grounds or refugee status, migration status, income, origin, sex, gender, or other status?)

სწორედ ამ კითხვის პასუხად სამინისტროს მიერ აღინიშნა, რომ ქვეყანაში რეაბილიტაცია/აბილიტაციის სერვისი (მათ შორის სარეაბილიტაციო დამხმარე საშუალებები) მიეწოდება საჭიროების მქონე ყველა პირს, განურჩევლად სტატუსისა და სქესისა“, - ნათქვამია ჯანდაცვის უწყების განცხადებაში.

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

1619172796

ჯარში არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

1619172067

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, კოვიდვაქცინაციის შესახებ ეჭვების გასაქრობად, საჭიროა ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ აიცრას.

1619171823

საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

1619171765
მიხეილ ბოცვაძე - პირველ
რიგში, ქვეყანაში არსებული
ჰიდროელექტროსადგურების
ეფექტურობა უნდა
შენერჩუნდეს

მიხეილ ბოცვაძე: პირველ რიგში, ქვეყანაში არსებ...

„ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე, ქვეყანაში არსებული ჰესების ეფექტურობის შენარჩუნებაზე და გაზრდაზე საუბრობს.

„ჩვენ უბრალოდ გადარჩენას ვითხოვთ, ჩვენ ა...

ბიზნეს სფეროების წარმომადგენლები ითხოვენ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან, მათ ამ მოთხოვნით განცხადება კანცელარიაში 2 დღის წინ ჩააბარეს რომელსაც ხელს აწერს 15 ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი და ისინი კონკრეტულ პასუხებს მოითხოვენ ხელისუფლებისგან. გამოსავალს კი ხედავენ იმაში, რომ ხელისუფლებამ აწარმოოს სწორი პოლიტიკა.

ლიბერთი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია „ე...

დღეს, ლიბერთი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯიას“ შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ლიბერთი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

რუსეთმა უკრაინის საზღვართან განთავსებული...

რუსეთმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და უკრაინის საზღვართან განთავსებული ჯარის გაყვანა დაიწყო. 1-ელ მაისამდე ის მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდება. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება.